2)პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ქართველი მოწამეების ცხოვრებას და მოღვაწეობას.
3)პროექტის აქტუალობა:პროექტი სწავლებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია,იგი მოსწავლეს უღვივებს დამოუკიდებლობის განცდას,აყალიბებს ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევებს,ახდენს უკვე ნასწავლი მასალის გადახალისებას,მოსწავლე ხდება თვითშემოქმედი.
4)პროექტის მიზნები:ინფორმაციის მოძიება წმინდანების შესახებ,ჯგუფური მუშაობა,დისკუსია,რამდენიმე ნაწარმოების წაკითხვა,გაანალიზება,წმინდანთა ცხოვრების უკეთ შესწავლა,წმინდანების სურათების შეგროვება და გამოფენა,პრეზენტაცია.
6)ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
7)მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:პროექტის შესახებ შეიქმნება ბლოგი,მოსწავლეებს დამოუკიდებლად ინფორმაციისშეგროვების და დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის ჩვევა ჩამოუყალიბდებათ,ერთად დაათვალიერებენ წმინდანების სურათებს,ხატებს,დააინტერესდებათ მოღვაწეობდა თუ არა რომელიმე წმინდანი თავის სოფელსა თუ ქალაქში,გაუღვივდებათ ტაძარში სიარულის სურვილი,ისწავლიან სხვისი აზრის პატივისცემას,გამოუმუშავდებათ მოსმენის კულტურა.
8)პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:წიგნები,ფურცლები,ფანქრები,სურათები,კომპიუტერი,პროექტორი.
9)პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის,კვლევის,აქტივობის შედეგების ეტაპს.პროექტზე მუშაობისას კარგ შედეგს იღებს ჯგუფური მუშაობა.მოსწავლეების ინტერესის გათვალისწინებით ირჩევა თემა.თემის არჩევის შემდეგ კლასი იყოფა სამ ჯგუფად: I ჯგუფის მიზანი იქნება მოწამეთა სახელების,შეძლებისდაგვარად მათი სურათების,ხატების შეგროვება,მასალებს მოიძიებენ როგორც ბიბლიოთეკაში,ასევე ინტერნეტით,
II ჯგუფს დაევალება მათი ცხოვრების აღწერა,მოღვაწეობა ეკლესია– მონასტრებში.
III ჯგუფის დავალება იქნება თვალყური ადევნონ პროექტის მიმდინარეობას,მიდის თუ არა მუშაობა გეგმის მიხედვით,რამდენად არის დაცული მუშაობის გრაფიკი.ბოლოს მოვაწყობთ ექსკურსიას რომელიმე ტაძარში,რათა ბავშვებს გაუმყარდეთ ფაქტობრივი მასალის საფუძველზე ცოდნა.
10)საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას და გააუმჯობესებენ უნარ–ჩვევებს ისტორიაში,გეოგრაფიაში,უკეთ ისწავლიან აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.
11)პროექტის ხელმძღვანელი: ნონა სხირტლაძე
12)ხელმძღვანელის ელ–ფოსტა::nonasxirtladze@gmail.com
13)პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:sxirtladzenona.blogspot.com.